• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    თებერვალი
    კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელ ჯემალ დამაცალაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

    მაცაცო ნარიმანიძემ მუნიციპალიტეტში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილა. იმსჯელეს მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე, კულტურის სფეროში დადგეგმილ აქტივობებზე.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

    „ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა იქნება მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს უფრო მეტად განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის“- შეხვედრის დასასრულს აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.