ოქტომბერი
დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი "კოსმო" მასტერ ლიგის ფარგლებში კასპის "განთიადს" შეხვდა. შეხვედრა "განთიადის" სასარგებლოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა, თუმცა "კოსმო" ჩემპიონატის ლიდერებს შორის ადგილს კვლავ ინარჩუნებს.
აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
მადლობას ვუხდით გუნდის თითოეულ წევრს უანგარო ენთუზიაზმისა და თავდადებისათვის, ხოლო ადგილზე მოსულ ყველა ქომაგს ერთგული გულშემატკივრობისათვის.