• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    ივლისი
    ვაჟა-ფშაველას 160 წლის იუბილე აღინიშნა

    დღეს, 14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას ფონდის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

    ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია და ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გამოცემული ორენოვანი კრებულის „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ პრეზენტაცია, ხოლო რუსთავის თეატრის მიერ წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი სოსო ნემსაძე).

    საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილესთან მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და სლობოჟანკის მუნიციპალიტეტის დელეგაცია უკრაინიდან.

    სტუმრებს უმასპინძლა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა და მისი სახელობის ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, ხოლო ამ დღის მნიშვნელობასა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.