• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    აპრილი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა

    აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

    აღნიშნული აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. დუშეთის შემოსასვლელში მდებარე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.

    დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრებიც“ შეუერთდა.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასშტაბურ ხასიათს ატარებს. მისი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.