• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    სექტემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

    🔷მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწუნებულმა დავით ნოზაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დავით ოსეფაშვილთან ერთად სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

    🔷"მოხარული ვარ, რომ დღეს პირმისაანთკარის ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ვიმყოფები, სადაც გასული წლიდან სასწავლო პროცესი სრულად თანამედროვე გარემოში მიმდინარეობს. აქ ბავშვებს განათლების მიღება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეუძლიათ, რაც როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა დავით ნოზაძემ.

    🔷"პირველ რიგში, ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს მთელი გულით ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თითოეულ მათგანს საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    🔷ცნობისათვის, პირმისაანთკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

    ➡️შენობა 205 ბავშვზეა გათვლილი. დღეის მონაცემებით, აქ 60-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება, მათ შორისაა 3 პირველკლასელი. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი ყოველწლიურად იზრდება.