დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარე „დუშეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, შეფასების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრები ბიზნეს-იდეების შესახებ გაესაუბრნენ ყველა შერჩეულ კანდიდატს, ხოლო შემდეგ ეტაპზე გადასულთა ვინაობა 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობას.