ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, აქტიურად გრძელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ამ ეტაპზე პირმისაანთკარის საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთის მიმართულებით გოგონებსა და ვაჟებს შორის, სადაც საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
ვაჟები:
I ადგილი - სოფ. საკრამულის საჯარო სკოლა.
II ადგილი- ჭოპორტის საჯარო სკოლა.
გოგონები:
I ადგილი- ანანურის საჯარო სკოლა.
IIადგილი - ქ. დუშეთის ვაჟა ფშაველას სახელობის პირველი სკოლა.
გამარჯვებული სკოლის გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.