მაისი
⚽️ დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და თბილისის "ენერგონი" ანგარიშით 14-1 დაამარცხა.
➡️მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ზურა ზვიადაური დასახელდა.
▶️აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
🇬🇪 შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „დუშეთი კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
⚽️პროექტი მხარდაჭერილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ფეხბურთის პოპულარიზაციას და ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობას.