• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    სექტემბერი
    ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ დუშეთში გაიმართა

    ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ დუშეთში გაიმართა.

    ✅️ მოსახლეობას გავაცანით ინფორმაცია საპროექტო იდეების წარდგენის წესისა და ვადების შესახებ.

    საპროექტო წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ან სერვისის შექმნას, რომლითაც ყველა მოქალაქე შეუფერხებლად ისარგებლებს;

    ‼️ პროექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს.

    საპროექტო იდეების მიღების ვადა იწურება 30 სექტემბერს.

    პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო

    თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ - Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში 🇬🇪🇩🇪