• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    აპრილი
    დაბა ფასანაურში სამანქანე გზა გაწმენდილია და გადაადგილება  შესაძლებელი

    ✅უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის, ქვეშეთის, გუდამაყრის, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. 

    ძლიერმა ნალექმა დააზიანა რამდენიმე სოფლის  სამანქანე გზა, რის გამოც შეუძლებელია ტრანსპორტით გადაადგილება. 

    დაბა ფასანაურში წვიმამ ჩამოიტანა ქვა-ღორღი და ჩაკეტა ცენტრალური გზა. დაიტბორა ქუჩები. 

    შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დილიდან ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
    ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. 

    მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილეები ვასილ წიკლაური, ოთარ ჩხეიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  პირადად უწევენ მონიტორინგს. 

    აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დაბა ფასანაურში სამანქანე გზა გაწმენდილია და გადაადგილება  შესაძლებელია. 
    სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან მაცაცო ნარიმანიძეს და მერის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში უწევენ დახმარებას. 

    „ხვალ დილიდან  განახლდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და თუ ამინდმაც შეგვიწყო ხელი უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული პრობლემის აღმოფხვრას,“- აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.