• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    მაისი
    დაბა ფასანაურში არსებული სპორტული დარბაზი შესაბამისი ინვენტარით სრულად აღჭურვა

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით, დაბა ფასანაურში არსებული სპორტული დარბაზი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა შესაბამისი ინვენტარით სრულად აღჭურვა, სპორტსმენებს კი ეკიპირება გადაეცათ.

    🔵 ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვასილ წიკლაური და ჯონი ბერუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, დუშეთის სასპორტო გაერთიანების დირექტორი ლევან შერმადინი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ.

    ➡️ აღნიშნული სპორტული დარბაზი 100-ზე მეტ ადგილობრივ ბავშვს უფასოდ მოემსახურება. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, პირველ ეტაპზე, ძიუდოთი და ძალოსნობით დაკავდნენ, მოგვიანებით კი, სპორტის სხვა სახეობებიც ხელმისაწვდომი გახდება.

    ➡️ ძიუდოს დარბაზი - ლაშა ბექაურის, ფიცარნაგი კი ლაშა ტალახაძის სახელობის იქნება. პროექტის მხარდამჭერია ძალოსნობის ფედერაცია, რომელიც მწვრთნელებს გადაამზადებს.

    ➡️ ამასთან, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დარბაზთან მალე 30 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, რაც ადგილზე სპორტული შეკრებების ჩატარებას შესაძლებელს გახდის.