• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    მარტი
    ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

    ✔️ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელს ნანა ჩქარეულს და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ნათია ნამიჭეიშვილს შეხვდა.

    ✔️ შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ რომ სამომავლოდ ერთობლივად იმუშავებენ დაკომპლექტებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გაძლიერების მიმართულებით და ითანამშრომლებენ როგორც დაგეგმილ, ასევე სამომავლო პროექტების ფარგლებში.

    ✔️ ახალგაზრდული საბჭოს შერჩევის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აგრეთვე ჩართულია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.