აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, MERCY CORPS-ის პროექტის – ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, "მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის" დირექტორთან ნანა ჩქარეულთან ერთად, დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნეს მიმდინარე 3 წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებას (მათ შორის აგრო და ეკოტურიზმში), ფინანსებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
აქტივობების ძირითადი მიმართულება კი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, კეთილდღეობის გაუმჯობესება და მათი სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაა.
შეხვედრას, ასევე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით მიმდინარე აქტივობების მხარდაჭერის აუცილებლობასა და პროცესში პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, აგრეთვე, ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
ცნობისათვის, პროექტით დაინტერესებულ პირებს, აპლიკაციის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე: https://docs.google.com/.../1XAjDpPc0JiEk47fu.../viewform...