• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    დეკემბერი
    ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევართა გამოფენა

    ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების (14-29 წლის) ნამუშევართა გამოფენა გაიმართა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ გამოფენის 12 მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მათ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

    ცნობისათვის, აღნიშნული გამოფენა დამთვარიელებლისათვის 8 დეკემბრამდე ღია იქნება.