• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    ივლისი
    აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 29 წელი გავიდა

    🇬🇪 თარიღთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვასილ წიკლაურმა აფხაზეთის ომში 1993 წელს დუშეთის ბატალიონის დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს. გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

    🇬🇪 დაღუპული გმირების პატივსაცემად ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, ამავე სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მურთაზ გაბიტაშვილი და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები.

    🇬🇪 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

    🇬🇪🇬🇪 დიდება გმირებს!