• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ივლისი
    არაგვის თემთა განვითარების ადგილობრივ ჯგუფთან შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე არაგვის თემთა განვითარების ადგილობრივ ჯგუფს (LAG) ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელთან ჯემალ დამაცალაშვილთან და იურიდიულ კონსულტანტთან ნოდარ კობიაშვილთან ერთად შეხვდა.

    შეხვედრაზე თამარ წიკლაურმა, ქეთევან გოგოჭურმა და ლუკა ბექაურმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ფშავ-ხევსურეთი-გუდამაყრის თემებს და უახლოეს მომავალში ჯუღის-ვაშლობის და ხორხის ხეობებიც დაემატება.

    ახალგაზრდების ინიციატივით, დაგეგმილია სოციალური საწარმოს მოწყობა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ასევე ზაფხულის ფესტივალის გამართვა ადგილობრივი ნაწარმისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით.

    მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქმულ ინიციატივებს ტექნიკურად მხარს დაუჭერს და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გაგრძელებს.