• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    9 აპრილი

    🇬🇪9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

    🇬🇪 ქალაქ დუშეთში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვასილ წიკლაურმა და ოთარ ჩხეიძემ შეამკეს.

    🌷ადგილზე, ასევე, აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

    🇬🇪ხელისუფლების წარმომადგენლებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.