• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ივნისი
    ანსამბლ „ქალილოს“ სოლო კონცერტი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ფონდი "ჰარმონიას" მხარდაჭერით, ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ანსამბლ „ქალილოს“ სოლო კონცერტი. ანსამბლი დამსწრე საზოგადოების წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგა. კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე ინსტრუმენტული ნომრები.

    ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს კულტურის,სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ვატო ჟორდანია.

    ცნობისათვის, დირიჟორი ხარლამპ სავანელი 1842 წელს დაიბადა ქალაქ დუშეთში. მან 1873 წელს დააარსა სასიმღერო სკოლა, სადაც სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ელემენტარული თეორიაც. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ხოლო 1876 წელს აღნიშნული სკოლა გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს მის ბაზაზე გაიხსნა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.