• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    აგვისტო
    ანონსი

    🎉7 სექტემბერს, ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება.

    🌟ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:30 საათიდან 22:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართება.

    🔷️მათ შორის მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

    🎶ასევე, ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლების, ანსამბლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

    ⭐️მოსულ სტუმრებს ადგილზე, აგრეთვე, დახვდებიან აზოტ-შოუს და ცეცხლოვანი შოუს ოსტატები.

    🎵ღონისძიების მთავარი სტუმრები არიან ჯგუფი „გუფი-ლენდი“ და ჯგუფი „რეგიონი“.

    🎉ღონისძიებას 22:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

    ღონისძიების წამყვანია დუტა სხირტლაძე.