დეკემბერი
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მიერ ინიცირებული კამპანიის ფარგლებში, გენდერის ექსპერტმა ირინა ბათიაშვილმა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო ლექცია გამართა.
ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მიმოიხილა საკითხები ქალთა უფლებების მიმართულებით, რაც მოიცავდა შრომის კოდექსში არსებულ პირობებს, სხვადასხვა სახის გენდერული ძალადობის ნიშნებს და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებებს.
შეხვედრას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს ამ საკითხით დაინტერესებისათვის და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მერის და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სახელით, ირინა ბათიაშვილს უანგარო თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.