• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    სექტემბერი
    ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორის წარდგენა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამშრომლებს ახლად დანიშნული ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი ნატო წყარუაშვილი წარუდგინეს.

    ვასილ წიკლაურმა და ოთარ ჩხეიძემ ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს წარმატება უსურვეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

    თავის მხრივ, ნატო წყარუაშვილმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და მათთან ერთად აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    ცნობისათვის, არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს ფშავის, ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიას. მისი საერთო ფართობი 99 000 ჰექტარზე მეტია და ამიტომ ის არის ყველაზე დიდი ფართობის მქონე დაცული ლანდშაფტი საქართველოში.