• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    ნოემბერი
    USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

    დუშეთის კულტურის სახლში  USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად დაესწრო. 

    ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

    ღონისძიებაზე USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებმა წარადგინეს დუშეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული საგრანტო პროექტები. მათ შორის, დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

    "დღევანდელი ღონისძიება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მუნიციპალიტეტისათვის ჰყავდეს საერთაშორისო დონორი. გარდა მოსახლეობის  ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებისა,  მადლობა მინდა ვუთხრა USAID-ის წარმომადგენლობას, რომ დაგვეხმარა  დუშეთის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაში და იმედი გვაქვს, ჩვენ მომავალში კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაცაცო ნარიმანიძემ. 

     ღონისძიებაზე აგრეთვე ისაუბრეს  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა და მისმა მოადგილემ შალვა ფიფიამ.