• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    უკრაინის ელჩის ვიზიტი დუშეთში

    უკრაინელ დიპლომატებს მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა უმასპინძლეს.

    სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა დაგეგმილ კულტურულ კავშირებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის დეტალებზე, სადაც ასევე ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს წინაშე არსებულ საერთო პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

    ზურაბ სეხნიაშვილმა ელჩს ქალაქ დუშეთში მიმდინარე პროექტები გააცნო.

    ამ გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ილია ზაქაიძის სახელობის რეაბილიტირებული კულტურის სახლი, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის შენობა (ყოფ. მუსიკალური სკოლა) და ბაზალეთის ტბის ტერიტორია. დიპლომატები ესტუმრნენ დუშეთის ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრსაც, მის ხელმძღვანელ ირმა ჯანგირაშვილთან ერთად.