• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    აპრილი
    უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს


    მერის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბარისახოს, მაღაროსკარის, ლაფანაანთკარის, ჭოპორტის და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ძირითადი მოხმარების სასურსათო პაკეტი ბინაზე გადასცეს და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

    სააღდგომო ნობათი გადასცა უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს ქალაქ დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ასლამაზიშვილმა, რომელიც მადლობას უხდის დახმარებისათვის ფ/პ ზამირა ნამგალაურს.

    აღნიშნული სოციალური ღონისძიებებისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სულ გამოიყო 50 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობა 1000 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს.