• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    მარტი
    სოფელ ჭართალში ხანძარი ლიკვიდირებულია
    (მოხალისეებს) გაწეული სამსახურისა და კოორდინირებული მუშაობისათვის.

    შეეხება ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოშკასყელის და ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქაისხევის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს, აქ სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.
    ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ·

    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ·

    ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე. თუ ზიანი შეადგენს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.