• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    მარტი
    სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში
    2017 წლიდან ახორციელებს პროექტს "სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით". პროექტის ერთ-ერთი საქმიანობა სწორედ ბენჩმარკინგის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დანერგვაა.

    ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებლები, პროექტის ავტორები და საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის (დუშეთის, თიანეთის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ოზურგეთის და ბაღდათის) წარმომადგენლები შედიოდნენ, ჩეხეთის უმაღლესი განათლების ასოციაციამ უმასპინძლა.

    პრაღის ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ მოწყობას, განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებს და მოინახულეს ჩომუტოვისა და კრალოვეს მუნიციპალური ცენტრები.