• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    პირიქეთა ხევსურეთის მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტები გადაეცათ


    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით , შატილისა და არხოტის ხეობებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხებიც მოისმინეს.

    რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს დათვისჯვარის უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივები საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ.