• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    იანვარი
    მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - 120
    დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.

    ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციულად დუშეთის ძველი სასამართლოდან დაიწყო, სადაც ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ ნეშტი მოიპარა ჩარგალში დასაკრძალად. ამ ინიციატივის ავტორია მიხა ხელაშვილის შთამომავალი და ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი, რომლის თქმითაც, სალომეს გმირულად მძიმე გზა - ქალაქ დუშეთიდან სოფელ ჩარგლამდე, ყველამ დღესასწაულით უნდა გაიაროს.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები, რომელთაც გაიხსენეს მისი შემოქმედება, ისაუბრეს მიხა ხელაშვილის გმირულ ღვაწლსა და მისი მაგალითის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის. ჩარგალში ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლი"".

    მიხა ხელაშვილის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მიტროპოლიტმა მიქაელმა.

    ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.