• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    აპრილი
    მერის წარმომადგენლები მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან

    ადმინისტრაციულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ქრონიკული დაავადების მატარებელ ასაკოვან ადამიანებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათ პირადად მიაქვთ პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთარი ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში ან ექიმი მიჰყავთ მათთან.

    უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას შექმნილ ვითარებაში ეხმარება ოჯახის ექიმიც, ხოლო გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულნი არიან ადგილობრივი ექთნები და სასულიერო პირები, რომლებიც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო საქმიანობაშიც ეხმარებიან.

    კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 31 მარტიდან სრულად აკრძალულია. მოსახლეობის დასახმარებლად მერის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მობილიზებულნი არიან საკრებულოს დეპუტატები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.