8
აპრილი
აპრილი
"მადლობა თავისუფლებისთვის" - 9 აპრილის 30-ე წლისთავი დუშეთში
სიტყვით გამოსვლისას მათ ვრცლად ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებზე, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამე და აქცენტი გააკეთეს ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, მამა გრიგოლმა გარდაცვლილი გმირების მემორიალთან მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრებმა ასევე წარმოადგინეს თემატური ლიტერატურული კომპოზიციები.
"9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და სიხარულის დღეა... დღე, საიდანაც მძიმე მსხვერპლის ფასად დაიწყო თანამედროვე საქართველოს ცხოვრება" - განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.