• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    აპრილი
    USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა


    შეხვედრაზე პროგრამის საგრანტო და ტექნიკურმა დირექტორებმა - შალვა ფიფიამ და დავით შერვაშიძემ ისაუბრეს ხუთწლიანი პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე.

    პროგრამის მიზანია საქართველოში მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების საწარმოებისა და სამაცივრე მეურნეობების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის პროგრამა უზრუნველყოფს ბაზარზე ორიენტირებულ და საშუალო საწარმოებს, ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მომწოდებლებს 6 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტირებით და მათ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ეს ხელს შეუწყობს მათი პროდუქტიულობის, ბაზარზე ხელმისაწვდომობის და ცნობადობის დონის ამაღლებას.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ დეტალური განმარტებები მიეღოთ სააგენტოს წარმომადგენლებისაგან UშAID -ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.