• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    მაისი
    ინფრასტრუქუტურის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ქალაქ დუშეთში
    ინფორმაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

    ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ყოფილი მესამე სკოლის ბაზაზე ახალი 4 სართულიანი შენობა აშენდება და თანამედროვე სპორტული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
    რაც შეეხება, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებს, ქალაქში უკვე დაიწყო N1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები, ხოლო N2 და N3 ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები დაგეგმვის ეტაპზეა.

    აღნიშნულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.