• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    იანვარი
    გრძელდება შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში


    მათ მოსახლეობას "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნეს რომ, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს. იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განიხილეს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებზე.

    შეგახსენებთ რომ, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.