• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ივლისი
    დუშეთში იურიდიული სამსახურის უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
    დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

    უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა დღეიდან დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ხოლო სოციალურად დაუცველი და გადახდისუუნარო პირებისათვის განხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

    გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს იურისტ-კონსულტანტი ირინა ბარბაქაძე წარუდგინა და მისი მუშაობის გრაფიკიც გააცნო.
    დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო, 12 საკონსულტაციო და 1 დისტანციური მომსახურების ცენტრი მოქმედებს.