• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    ივნისი
    ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა


    ➡ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პატარებს საშუალება მიეცათ მოეხატათ ქალაქის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ეცეკვათ სამეჯლისო ცეკვების სტუდიის ,,ვიაიპი'-ს მოსწავლეებთან ერთად და დასწრებოდნენ სპეციალურად მათთვის გამართულ ანიმაციური ფილმის "სალამურას თავგადასავალი" ჩვენებას.

    ➡ 1 ივნისს, ბაზალეთის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლს ,, ქეთო და კოტე'.

    ➡ ღონისძიებების ბოლოს ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები და საჰაერო ბუშტები.