1
ივლისი
ივლისი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის გმირებს პატივი მიაგეს
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან და
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე
ჯანდრი უბირიასთან ერთად, დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი
მიაგეს: გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და
დაესწრნენ დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.
1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა, რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც, 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 6 მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ღონისძიებას ვეტერანებთან, მათი ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, დუშეთის მუნიცალიტეტის მერის მოადგილეები ბესიკ ბიჩნიგაური, ზაქარია ხეხელაშვილი, თამაზ უნდილაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ბადრი პაპიაშვილი.