საკრებულოს სიახლეები
მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილესთან ელგუჯა უნდილაშვილთან ერთად უძღვებოდა, მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის იყო: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა, ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დებულება და ბაზალეთის, ჭართლის, ფასანაურის, გრემისხევის, მჭადიჯვრის და ჭონქაძის ადმინისტრაციულ სოფლებში უსახელო ქუჩების სახელდება.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.