დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1 278 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო და აშენდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი 2-სართულიანი შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, უკვე აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. შედეგად, საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
ახალგახსნილი საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა და პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. მათ ბაღის თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის ახალ სივრცეში დაწყება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარის მასშტაბით, მგფ-ის მიერ ამ ეტაპზე ჯამში 23 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია-რეკონსტრუციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, კონტრაქტორი კომპანიებისა და რეგიონული სამშენებლო საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" წარმომადგენლებთან, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მაცაცო ნარიმანიძემ მშენებლობებთან არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებაზე გააკეთა.
ასევე, შეფასდა მიმდინარე სამუშაოები და მონიტორინგის შედეგები.
„ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მოცემულ ვადებში და რაც მთავარია, ხარისხიანად. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება“- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნული აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფელ წითელსოფლის მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასშტაბურ ხასიათს ატარებს.
მისი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, გუდამაყრისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელში პრობლემები შეიქმნა, მათ შორის დაზიანდა საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ტექნიკა ასევე მუშაობს ჭართლის, მაღაროსკარის, ლაფანაანთკარის, ჭონქაძისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ელექტროენერგიის სადენები უკვე აღდგენილია. ასევე, აღდგენილია საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების ნაწილი.
"დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება, მანამ, სანამ თითოეულ მოსახლეს არ ექნება უსაფრთხო გადაადგილების საშუალება." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი) ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩვენო კოდექსის„ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად ქვეყნდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების და დადგმული სტენდების შესახებ.
შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების შესახებ სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა.
იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აგვისტოს N45 დადგენილება - “ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“
იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აპრილის N19 განკარგულება - " საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გასამართად შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ"
იხილეთ ბმული: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის N42 განკარგულება - „საარჩვენოდ პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ“
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.