• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    მარტი

    „სუფთა გარემო-ჯანსაღი რეგიონისათვის“

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ა(ა)იპ "ძალადობისაგან დაცვის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის" და ა(ა)იპ "ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის" წარმომადგენლებმა, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტის „სუფთა გარემო-ჯანსაღი რეგიონისათვის“ პრეზენტაცია გამართეს.

    ✅პროექტის კვლევის ექსპერტმა ნანუკი ალიბეგაშვილმა ნარჩენების მართვის შესახებ გაწეული კვლევის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა და მოსახლეობის კმაყოფილების დონის ხარისხზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

    ✅პროექტის ნარჩენების მართვის ექსპერტმა ქეთევან ცხაკაიამ მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების და ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დამსწრეებს წარუდგინა რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინება ნარჩენების მართვის განახლებულ გეგმებში აამაღლებს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

    პრეზენტაციას დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ✅პროექტი ხორციელდება ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

    28
    მარტი

    პროექტი „ცოცხალი წიგნები“

    📚ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

    📚შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს პროზაიკოსმა დათია ბადალაშვილმა, საბავშვო ავტორმა ლელა ცუცქირიძემ, პოეტებმა ცირა ბარბაქაძემ და ალექსანდრე მიშელაშვილმა.

    📚შეხვედრას დუშეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    📚ცნობისათვის, პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თანამედროვე მწერალთა, ლიტერატურის, წიგნების პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

    26
    მარტი

    დედამიწის საათი

    🌍25 მარტს, ქალაქი დუშეთი ტრადიციულად შეუერთდა მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას “დედამიწის საათი”, რომელიც 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების

    შეწყვეტას გულისხმობს.

    🌍ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიმბოლური ღონისძიება I საჯარო სკოლის "ეკო-კლუბის" და მისი ხელმძღვანელის მარინა კახიშვილის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

    🌍ეკოლოგიური აქციის ფარგლებში, ერთი საათით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ცენტრის

    მიმდებარე ტერიტორიისა და ადმინისტრაციული შენობებისათვის. მოედანზე შეკრებილებმა კი, "დედამიწის საათის" აღსანიშნად სანთლები აანთეს და ფრანები გაუშვეს.

    🌍ღონისძიებაში, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და საზოგადოება "წითელი ჯვრის" მოხალისეები.

    🌍ცნობისათვის, ,,დედამიწის საათს" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს აღნიშნავენ. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)

    ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია.

    2
    მარტი

    ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალი ოსების სახელწოდების ცვლილება

    13
    დეკემბერი

    სოფელ ახადში მდებარე უსახელო მწვერვალისათვის მიხეილ (მიხა) ხელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტი მერი მ.ნარიმანიძე) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახადში მდებარე უსახელო მწვერვალისათვის სახალხო პოეტის და ეროვნული გმირის მიხეილ (მიხა) ხელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმი N33-დან ამონაწერი

    უსახელო მწვერვალისათვის საქართველოს ეროვნული გმირის - მიხეილ (მიხა) ხელაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ოქმი

    მერის ინიციატივა 

    ორთო ფოტო - მწვერვალი

    დასკვნა  დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახადში მდებარე უსახელო მწვერვალისათვის სახალხო პოეტის და ეროვნული გმირის მიხეილ (მიხა) ხელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ 

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.