გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1130
ტურისტული ინფორმაცია

თეატრები

დუშეთის სახალხო თეატრი

მუზეუმები

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;

ხიტალიშვილის სახლ-მუზეუმი;

ოძისის მუზეუმი.

დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი.

დუშეთის სასტუმრო „ოლიმპიური ვარსკვლავი“

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ქ. დუშეთი

1. მემორიალური სახლი, ი. ჭავჭავაძის ქ. №27-ში, სადაც 1864-73 წლებში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა ილია ჭავჭავაძე.
2. ყარანგოზიშვილების კოშკი დუშეთის თავზე, გვიანი შუასაუკუნეები;
3. ეკლესია წმ. გრიგოლის სახელობის, ქ. დუშეთში, IX-X საუკუნეები.
4. ჭილაანთ სასახლე, სოფ. მილახვრიანთკარში (არქეოლოგიური ბაზა) - XVII-XVIII-XIX სს. ნაგებობების კომპლექსი.

ჭილაშვილების სასახლე სოფელ მილახვრიანთკარში

ჭონქაძის თემი

1. ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია, ნასოფლარის თავზე სამაროვნით, იქვეა გამოქვაბულები. ეკლესია - გვიანი შუასაუკუნეების;

ბაზალეთის თემი

1. ფშარაველის ეკლესია, წმ. გიორგის სახელობის, სოფლის ცენტრში, გვიანი შუასაუკუნეების;
2. ბაზალეთის ნაცარგორა (აღ. საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი გორა), ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით, ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეული;

მჭადიჯვრის თემი

1. კოდისწყაროს კომპლექსი მუხრანის ბაგრატიონების ნასახლევი, კოშკი, სასახლე აგურის, ეკლესია XIV-XV საუკუნეები;
2. ერისთავების სასახლე სოფ. ოძისში, XIX ს.;
3. გიორგი და დავით ერისთავების სასახლე - დღევანდელი მუზეუმის შენობა XIX ს.;
4. ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის, სოფ. მჭადიჯვარი.

გრემისხევის თემი

1. სამების ეკლესია, სამონასტრო კომპლექსი გალავნით, სამეურნეო ნაგებობებით, სამაროვნით. სამების მთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქედზე. განვითარებული შუასაუკუნეები;

ხეობის თემი

1. ღვთისმშობლის ეკლესია სოფ. დოლოშაში, სათიანეთო გზაზე, განვითარებული შუასაუკუნეები;

ლაფანაანთკარის თემი

1. წმ. გიორგის ეკლესია სამაროვნით სოფ. ნოჯის სამხრეთ-დასავლეთით, ქედზე, შემორჩენილია ფრესკები, განვითარებული შუასაუკუნეები;

ჭოპორტის თემში

1. ქვემო ბზიანი, წმ. გიორგის ეკლესია, რესტავრირებულია მოსახლეობის მიერ, განცალკევებით დგას სოფ. ჭოპორტში;
2. მცირე ეკლესია „ვანიას ქედზე“, ბრტყელი აბსიდით, დარბაზული, სოფ. ახატანში;

ჟინვალის თემი

1. „ბებრის ციხე“ - თვალივის პირდაპირ, არაგვის მარჯვენა მხარეს, ტყით დაფარულ ფერდობზე; ზურგიანი კოშკი სათავსოებით. განვითარებული შუასაუკუნეები;
2. ფუძნარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთით XIII-XIV სს;

ანანურის თემი

1. ანანურის ციხე სოფ. ანანურის განაპირას, კლდოვან კონცხზე, სოფელსა და სამხედრო გზას შორის. შედგება ორი ნაწილისგან: ზედა ციხე - ორი ეკლესიითა და თავდაცვითი კოშკებით; ქვედა ციხე - ძველი სკოლის ეზოში. XVIII საუკუნის.

ჭართლის თემი

1. მუგუდუს სამონასტრო კომპლექსი - ჭართლის ხევის მარცხნივ. ეკლესიით, კოშკით, ნასახლარებით, სამაროვნით, განვითარებული შუასაუკუნეები;

გუდამაყრის თემი

1. ხატი - პირიმზე ფუძის ანგელოზი სოფ. ჩოხში, „პირიმზის მინდორზე“;
2. ეკლესია სოფ. თოთიაურების თავზე;
3. ზურგიანი კოშკი ადგილ „გორულში“, სოფ. ბაკურხევში;
4. ეკლესია სოფ. ბაკურხევის დასავლეთით, კანჩბის მთის წვერზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე;
5. ეკლესია დედა ღვთისმშობლის სახელზე, სოფ. ლუთხუბში, სამაროვნით. ძველი ეკლესიის ადგილზე XIX ს. მიწურულს ახალი აუშენებიათ.

ქვეშეთის თემი

1. ლომისის ეკლესია - სოფ. ქვეშეთის თავზე, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე. დარბაზული ტიპის, შუასაუკუნეები;
2. ლომისის ეკლესია სოფ. ქვემო მლეთაში. მთიულეთის ანუ (თეთრი) არაგვის მარჯვენა ნაპირას. გვიანი შუასაუკუნეები;
3. კაიშაურების გუმბათიანი ეკლესია. შუასაუკუნეები.

მაღაროსკარის თემი

1. კოპალას ხატი მიგრიაულთ ხევის მარცხენა ნაპირზე, მდ. არაგვის გასწვრივ, იქვე წყალში გდია დიდი ლოდი, რომელსაც „კოპალას ქვას“ უწოდებენ; ნაგებობათა ნაშთები გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება;
2. მაღაროსკარის გუმბათიანი ეკლესია , სოფლის შუაგულში, XIX ს. რესტავრირებულია.

უკანაფშავის თემი

1. ირემოკალო იახსრის საკულტო კომპლექსი. გვიანი შუასაუკუნეები;
2. მუქოს ღვთისმშობლის კომპლექსი, იქვეა გვიანფეოდალური ხანის ეკლესია (XVI-XVII სს.) - გვიანი შუასაუკუნეები;
3. მუქოს ციხე ზემო სოფელში. განვითარებული შუასაუკუნეები.

ბარისახოს თემი

1. კარატის ჯვარი („კოპალა“) მდებარეობს ჭალისოფლის დასავლეთით, მდინარის მარჯვენა მხარეს, გზის პირას;
2. იაღსრის ხატი. მდებარეობს ჭალისოფელში, ლიქოკის ხევის მარცხენა მხარეს, სოფლის აღმოსავლეთით 150-200 მეტრზე;
3. ბარისახოს ხატი (სალუდე დარბაზი), მდებარეობს გუდალასა და ზემო
4. გუდანის ჯვარი, ნასოფლარი და ხატი მდებარეობს სოფ. გუდანის თავზე, ჩრდილოეთით. იქვეა კვრივი, ოთხკუთხა კოშკით, სადაც მეფე ერეკლეს გარდა არავინ შესულა (სავარაუდოა, რომ ნაეკლესიარია);
5. ბისოს კოშკები და ნასოფლარი მდებარეობს თანამედროვე სოლფის აღმოსავლეთ ნაწილში. გვიანი შუასაუკუნეები;
6. ხახმატის წმ. გიორგის ხატი გიორგი ბოსლოვნისა რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი. მდებარეობს ბისოდან ხახმატისაკენ მიმავალი სამანქანე გზის დაბლა, მარჯვნივ;
7. ხახმატის ჯვარი (ზენა ჯვარი) ანუ გიორგი ნაღვრისპირისა და აბუღოს წვერ მებურთვალი, მდებარეობს სოფ. ხახმატის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფლის განაპირას.

შატილის თემი

1. ლებაისკარის კოშკი, გვიანი შუასაუკუნეები;
2. ეკლესია ლებაისკარის ციხის სიახლოვეს, გვიანი შუასაუკუნეები;
3. ხორუს გამოქვაბულები სოფ. გიორგიწმინდაში;
4. ბერთსაყდართ გორი სოფ. გიორგიწმინდაში, ადრე ბრინჯაოს ხანა;
5. ციხე-სოფელი შატილი;
6. ხატი - ღვთისმშობლის სალოცავი. სოფ. შატილში;
7. ნაეკლესიარი და აკლდამები სოფ. ანატორში. აქვეა ნასოფლარი. ადრე და განვითარებული შუასაუკუნეები;
8. აკლდამები ანატორში. გვიანი შუასაუკუნეები;
9. ციხე-სოფელი „მუცო“ - გვიანი შუასაუკუნეები;
10. სოფ. მუცოს აკლდამები . გვიანი შუასაუკუნეები. იქვეა ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. შეიძლება, სამაროვანიც;
11. ნასოფლარი „ბისო“, სოფ. არდოტთან; გვიანი შუასაუკუნეები;
12. კოშკების კომპლექსი ხახაბოს კლდეში ხატ-სალოცავთან ერთად. გვიანი შუასაუკუნეები.

ციხე-სოფელი შატილი


დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით