სიახლეები
შაკეის რაიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ქ. დუშეთში
მიმდინარე წლის 2-6 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის შაკეის რაიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელობას მერს - ედგარას პილიპაიდისს და შაკეის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს - ვიოლეტა სიმონავიჩიენეს, ინგა კანაპეცკიენეს, ედვინას ალბერტასს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შაკეის რაიონის თვითმმართველობას შორის მეგობრობის ხელშეკრულების - ურთიერთთანამშრომლობის განზრახულობის ოქმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პოირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და შაკეის რაიონის მერმა ედგარას პილიპაიდისმა. შეხვედრაზე გიორგი თანიაშვილმა და ედგარას პილიპაიდისმა ისაუბრეს ორი ქვეყნისა და ორ რაიონს შორის ურთიერთობაზე და აღნიშნეს რომ, მემორანდუმი სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებას და განათლების, კულტურის, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ქ.დუშეთში არსებული ძირითადი დაწესებულებები: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოლიმპიური სახლი, საჯარო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალები, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სახელოვნებო სკოლა, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი. დაესწრნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ გამართულ კონცერტს.

აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი და ამავდროულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი დუდაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი.

იხილეთ ფოტომასალა
FaceBook Twitter Google