აპარატი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი შექმნილია საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. აპარატის შემადგენლობაში შედის ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი: 1. საორგანიზაციო განყოფილება; 2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

აპარატის უფროსი - მირიან ფხალაძე
0 (346) 22 19 38 
0 (346) 22 19 39

FaceBook Twitter Google