მთის კანონის შესახებ
სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად მიღებულია საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს აღნიშნული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი რიგი შეღავათებით, მათ შორის

ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატის მიცემას:
ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;
ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
გ) ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
დ) აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 200 ლარის – მიცემას;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა პირს, რომელიც ამ პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობს.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

აღნიშნულთან ერთად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

იხ. საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" (კონსოლიდირებული ვერსია, 15/08/2018 მდგომარეობით)

დუშეთის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული აქვს ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. განცხადება ელექტრონული ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს:
ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;
გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;
ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.
4 ​1. მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტს ამოწმებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
4 ​2. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია შეიძლება დადასტურდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, რომელშიც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია მაღალმთიანი დასახლება. ამ შემთხვევაში, მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია დასტურდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში.
5. პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას სავალდებულოა, დაერთოს მე-4 პუნქტის "ა"-"ვ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული არანაკლებ ორი დოკუმენტი.
6. პირველ პუნქტში განსაზღვრულ განცხადებაში უნდა აღინიშნოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

დღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 243 დასახლებას. ეს დასახლებებია:

1 ავენისი
2 ათნოხი
3 აკუშო
4 ამღა
5 ანანური
6 ანდაქი
7 არანისი
8 არახვეთი
9 არბაჩხანი
10 არდოტი
11 არჭილო
12 ატაბე
13 აფშო
14 აყნელი
15 აჭე
16 ახადი
17 ახალაანი
18 ახალი ბურღული
19 ახალი ოსები
20 ახიელი
21 ბაკურხევი
22 ბანცურთკარი
23 ბანცური
24 ბარისახო
25 ბაცალიგო
26 ბახანი
27 ბედონი
28 ბენიან - ბეგონი
29 ბეტისჩრდილი
30 ბზიკურთკარი
31 ბინდაურთა
32 ბისო
33 ბლო
34 ბოგჩვილო
35 ბოდავი
36 ბოსელი
37 ბურსაჭირი
38 ბუჩაანთკარი
39 ბუჩუკურთა
40 გამსი
41 გველეთი
42 გვიდაქე
43 გიორგიწმინდა
44 გოგნაური
45 გოგოლაურთა
46 გომეწარი
47 გუდანი
48 გუდარახი
49 გუდრუხი
50 დავათი
51 დავითურნი
52 დათვისი
53 დგნალი
54 დიდებაანი
55 დიხჩო
56 დოლასქედი
57 დოლოშა
58 დუმაცხო
59 ებნისი
60 ეთვალისი
61 ვარცლა
62 ვაშლობი
63 ველთაურთკარი
64 ვეშაგურნი
65 ვეძათხევი
66 ზანდუკი
67 ზაქათკარი
68 ზეისტეჩო
69 ზემო ამირნი
70 ზემო მლეთა
71 ზემო ღარისწყალა
72 ზემო ხორხი
73 ზემოუბანი
74 ზენუბანი
75 ზოტიკიანთკარი
76 თანდილაანთკარი
77 თანიანთკარი
78 თვალივი
79 თოთიაურნი
80 თორელაანი
81 თხილიანა
82 ინო
83 იორი
84 იუხო
85 კადოეთი
86 კაიშაურნი
87 კანატია
88 კარწაულთა
89 კაწალხევი
90 კენჭაკლდე
91 კისტანი
92 კიტოხი
93 კორშა
94 კოშკასყელი
95 კუჭეჭა
96 ლაკათხევი
97 ლაუშა
98 ლუთხუბი
99 მათურა
100 მანასეული
101 მაქართა
102 მაღაროსკარი
103 მაღრაანი
104 მგლიანი
105 მენესო
106 მენესო
107 მეჯილაურნი
108 მიგრიაულები
109 მიგრიაულთა
110 მილისწყარო
111 მოწმაო
112 მუგუდა
113 მუქო
114 მუღურე
115 მუცო
116 მჭედლიანთკარი
117 ნადიბაანი
118 ნანიაანი
119 ნაღვარევი
120 ნეძიხი
121 ნოჯა
122 ნოჯიკეთი
123 ოქრუაანი
124 ოხერხევი
125 პავლეური
126 ჟოჟონი
127 როშკა
128 საკერპო
129 სალაჯური
130 საქერე
131 საშევარდნო
132 საჩალისჭალა
133 საცხავატლო
134 სეთურნი
135 სეფე
136 სვიანა - როსტიანი
137 სიჯანაანი
138 სოდევე
139 სონდა
140 სონდისველა
141 სონჩო
142 სწროფავი
143 ტონჩა
144 უბანი
145 უკანა მხარი
146 უკანაფშავი
147 უკანხადუ
148 უფურეთი
149 უშარნი
150 უძილაურთა
151 ფასანაური
152 ფახვიჯი
153 ფიჭვიანი
154 ფრიდონაანთკარი
155 ფუძნარი
156 ფხუნდავი
157 ქალილო
158 ქარაულები
159 ქარქუშაანი
160 ქერანა
161 ქვემო არანისი
162 ქვემო აში
163 ქვემო მლეთა
164 ქვემო ღარისწყალა
165 ქვემო ხორხი
166 ქვეშეთი
167 ქვიტკირის წყარო
168 ქმოსტი
169 ქობულო
170 ქოროღო
171 ღელის ვაკე
172 ღული
173 ყველანი
174 შალიკიანთკარი
175 შარახევი
176 შარმიანი
177 შატილი
178 შუაფხო
179 ჩადის ციხე
180 ჩარგალი
181 ჩირდილი
182 ჩირიკი
183 ჩიტაურები
184 ჩობალაურნი
185 ჩოხელნი
186 ჩოხი
187 ჩხუბა
188 ცაბაურთა
189 ციგრიაანთკარი
190 ცივწყარო
191 ციხიანი
192 ციხისსოფელი
193 ციხისძირი
194 ცხვედიეთი
195 ძეძეურთა
196 წითელი კლდე
197 წითურები
198 წინა მხარი
199 წინამხარი
200 წინკობანი
201 წინხადუ
202 წიფორი
203 წიფრანი
204 წკერე
205 ჭალისოფელი
206 ჭალისსოფელი
207 ჭართალი
208 ჭაშა
209 ჭიე
210 ჭივილაანები
211 ჭიკაანი
212 ჭიმღა
213 ჭიჩო
214 ჭონტილი
215 ჭორმეშავი
216 ხარტიშო
217 ხარხეთი
218 ხახაბო
219 ხახმატი
220 ხევშა
221 ხეობა
222 ხიზნები
223 ხილიანა
224 ხირაუშა
225 ხომი
226 ხონისჭალა
227 ხოშარა
228 ჯავახიანთკარი
229 ჯაღმიანი
230 ჯუღისი
231 უკანაფხო
232 არბოეთი
233 თხილავანა
234 ძველი   ბურღული
235 მიქელიანი
236 ნოკორნა
237 ბიჩნიგაურები
238 ჩინთი
239 ჟინვალი
240 ჟინვალი
241 არღუნი
242 დუდაურები
243 მლაშე



FaceBook Twitter Google