ზოგადი ინფორმაცია
დუშეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შესაბამისად შექმნილ თვითმმართველ ერთეულს. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში — დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-1928 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-1930 წლებში ტფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან კი ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ რაიონად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დუშეთი. 
დუშეთის მუნიციპალიტეტს სამხრეთით საზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტის ფართობია 2981.5 კმ². მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის ერთი ქალაქი, ორი დაბა და 288 სოფელი. 2017 წლის საშუალო წლიური მაჩვენებლის მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 26.1 ათას კაცს.
FaceBook Twitter Google