ტურისტებისათვის
დუშეთის მუნიციპალიტეტი მისი მდიდარი ისტორიიდან გამომდინარე მიმზიდველია ტურისტებისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი კომერციული ორგანიზაციებისათვის.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არაგვის ხეობაში, ადამიანის სამოსახლოებზე საუბარი შეიძლება ნეოლითის ხანიდან. აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ცალკეული იარაღები. ამავე პერიოდში საცხოვრებლად ათვისებული იყო, როგორც ბაზალეთის პლატო და ჟინვალის მიდამოები, ისე მთაც, მაგ. დიდველი. ჩვ.წ. მე-3 ს-ში, მას შემდეგ, რაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო საერისთავოებად დაყო, ახლანდელი დუშეთის რაიონის ტერიტორია შევიდა შიდა ქართლის ანუ სასპასპეტოს და კახეთ-კუხეთის საერისთავოებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჟინვალში
აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ არაგვის ხეობის შუა წელზე ახ.წ. პირველ საუკუნეებში აღმოცენებული იყო ქალაქური ტიპის ძლიერი დასახლება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს განაპირობებს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის მიმზიდველი ბუნება; შიდა წყლების სიმრავლე; მრავალფეროვანი საკურორტო ადგილები; ისტორიული და კულტურული ძეგლების სიმრავლე; მუზეუმები; სათევზაო და სანადირო ადგილები; საპიკნიკე ადგილები და ა.შ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი ვრცელია. მათ შორის უნდა აღინიშნოს:
დავათის დედა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც აშენებულია სოფელ დავათის თავზე, (დუშეთიდან 25 კილომეტრი). მდებარეობს ტყიან ქედზე ზ/დ 1200მ სიმაღლეზე. თარიღდება ადრეული შუასაუკუნეებით. 1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან და მიმდინარეობს დღესაც. ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულია ქვასტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული.

ფოტო


ანანური. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი - საქართველოს გვიანდელი ხანის ერთ- ერთი საუკეთესო ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელშიც თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ნაგებობები. ანსამბლის მთავარი ტაძრის
სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე შესრულებული წარწერის მიხედვით ეკლესიის
აგება 1689 წელს დაუმთავრებია მსაჯულთუხუცეს ბარძიმს. ქართული ორნამენტის
შესანიშნავი ნიმუშებითაა მორთული ტაძრის ოთხივე ფასადი (შედარებით ნაკლებად
- ჩრდილოეთი). 2004 წელს ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა ტაძრის
ინტერიერში გამოავლინა კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. გვიან
შუასაუკუნეებში ანანური წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო
პუნქტს, სადაც იკვეთებოდნენ, ერთი მხრივ, ჩრდილოეთიდან - თერგისა და არაგვის
ხეობებით, მეორე მხრივ კი, აღმოსავლეთიდან შემომავალი გზები.


მარშრუტები
მარშრუტი №1




FaceBook Twitter Google