სიმბოლიკა


დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფერი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი – მეწამულ ველზე ზედა ნაწილი გადაკვეთილია ტეხილი ვერცხლის სარტყელით, რომლის ზევით და ქვევით განთავსებულია ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე; მეორე ნაწილი არის სევადი ველი. გერბის ცენტრში, პირველ და მეორე ველზე მოთავსებულია მეომრის ოქროს არჭურვილობა – ჯაჭვის პერანგი, აღმოსავლური ფარი და ხმალი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი –სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარის ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – ,,დუშეთი".


დუშთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი, რომელიც არ კვეთს დროშის კიდეებს და ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი–ორზე.  დროშის პროპორციაა – 2/3.





იხ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის N29 დადგენილება "დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"
FaceBook Twitter Google