მერიის სამსახურები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია შედგება 9 პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურისაგან

ადმინისტრაციული სამსახური
უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოებას, კომუნიკაციას საკრებულოსთან, მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა თვითმმართველ ერთეულებთან. ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს მერიის სამართლებრივ უზრუნველყოფას და საკადრო პოლიტიკის შემუშავებას.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საინფორმაციო განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება;
დ) კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილება;
ე) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.

სამსახურის უფროსი - ელნარ ჩოხელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 89
✉  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური
უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, ორგანიზებას უწევს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, სტატისტიკურ აღრიცხვას, ამზადებს წინადადებებს კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების პროცესში, ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და სხვა ღონისძიებათა გატარებას დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:
ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
ბ) სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება;
გ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება;

სამსახურის უფროსი ზურაბ ყაჭიური
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 88
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებას და შესრულებას, კანონით დადგენილი წესით საფინანსო ოპერაციების წარმოებას და საბუღალტრო აღრიცხვას. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

სამსახურის უფროსი დავით შაბურიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 75
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შიდა აუდიტის სამსახური
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 

სამსახურის უფროსი ჯამბული მელიწკაური
☏ (+995) 591 91 90 63

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
უზრუნველყოფს არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
სამსახურის შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან:
ა) სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილება;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ღარიბაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 82
✉  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მუნიციპალური შესყიდვების სამსახური
უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას.

სამსახურის უფროსი მარიამ ზაქაიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 41
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური
უზრუნველყოფს მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

სამსახურის უფროსი ხათუთი კარიაული
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 56
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის სფეროებში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას წინამდებარე დებულების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ (+995) 591 27 18 88
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, ამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

სამსახურის უფროსი  თამაზ კოტორაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 0 (346) 22 19 91
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


სამსახურისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
FaceBook Twitter Google