ანონსი
სახალხო დღესასწაული ვაჟაობა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე გაიწმინდა შენობის დაჭაობებული საყრდენი კედელი, გამაგრდა საძირკველი, გაკეთდა წყალამრიდები და გადაიხურა შენობა. პროექტი აგრეთვე, ითვალისწინებს გარე პერიმეტრის მოწესრიგებას და კულტურული ობიექტის - თეატრონის მოწყობას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2018 წლის ბოლოს.

პროექტით გათვალისწინებული მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა არ ჩატარდება.

FaceBook Twitter Google