ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ბაუ დიზაინის წარმომადგენლებთან“.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ბაუ დიზაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ქალაქ დუშეთის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურება. კერძოდ, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების III ეტაპი, რომელიც მოიცავს კონცეფციის შუალედურ დოკუმენტს.
სამუშაო შეხვედრას, დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ შპს „კოლიერს ჯორჯიასა“ და სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები.