• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    სექტემბერი
    სოფელ ჭართალში ა(ა)იპ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანების ახალი ფილიალი გაიხსნა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭართალში ა(ა)იპ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანების ახალი ფილიალი გაიხსნა.

    ბიბლიოთეკა განთავსებულია ადმინისტრაციულ შენობაში. შევსებულია ახალი წიგნადი ფონდით და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

    ბიბლიოთეკის გახსნას, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    „ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალი გაიხსნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივებს გაეცნონ მათთვის საჭირო და საინტერესო ლიტერატურას. დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი ეყოლება ახალ ბიბლიოთეკას,“ - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.